გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: რომ არა „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა

25-01-2024

„ხალხის ძალის“ ისტორიას რომ გადავხედოთ (მოძრაობის შექმნიდან წელიწადნახევარი გავიდა, დაახლოებით), „ხალხის ძალის“ განცხადებებში მითითებული დეტალები, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, პრაქტიკულად, გაიმეორეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდშიც საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

 

„მაგალითად, ჩვენ მიერ დასახელებული „ვასალური დამოკიდებულება“ მერე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა; ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ახლა სურთ უკვე, რომ ევროპარლამენტში მიიღონ და ა.შ. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ რასაც ვამბობდით, ის ერთი-ერთში სრულდებოდა.

 

აქედან გამომდინარეობს სწორედ ის მაღალი მხარდაჭერა, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობთ. „ხალხის ძალამ“ მოვახერხეთ და ახალი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ხალხის პირდაპირ ჩართულობას გულისხმობს. რომ არა „ხალხის ძალის“ ეს პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.

 

„ხალხის ძალის“ მიერ ახალი პოლიტიკის ფორმირება ემსახურება იმას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდშიც საზოგადოება სწორად ინფორმირებული იყოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც აქამდე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930