გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალამ“ ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოიღო ახალი სტანდარტები, თამაშის ახალი წესები, დაფუძნებული სიმართლესა და პოლიტიკის მაქსიმალურ გამჭვირვალობაზე ქვეყნის მოსახლეობის წინაშე

25-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი 2024 წლის არჩევნებსა და „ხალხის ძალის“ მიერ წარმოებული პოლიტიკის შესახებ ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.


როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ხალხის ძალამ“ ქართულ რეალობაში ახალი პოლიტიკა შემოიტანა, რაც მოსახლეობასთან მაქსიმალურ გულწრფელობას გულისხმობს.


„როდესაც „ხალხის ძალის“ ლიდერები სამომავლო საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ მონაწილეობაზე საუბრობენ იმ კონტექსტში, რომ ჩვენი ჩართულობა მათში იქნება მნიშვნელოვანი - ეს არის სიმართლე;


როდესაც საუბრობენ, რომ აღნიშნული მონაწილეობის ფორმატზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მათი დასრულებისთანავე ამის შესახებ საზოგადოება შეიტყობს - ეს არის სიმართლე;


როდესაც „ხალხის ძალას“ ამ გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში ამოძრავებს პასუხისმგებლობის გამძაფრებული შეგრძნება თითოეულ საკუთარ სიტყვასა თუ დაპირებაზე - ეს არის სიმართლე;


სიმართლე არის ისიც, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ 250-ზე მეტი პარტიისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ არც პარტიად დარეგისტრირებას არ ჩქარობდა და არც თავის პოლიტიკურ ამბიციებზე აპელირებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ხასიათის ამოცანები იყო გადასაწყვეტი;


ამ კუთხით, თუ რით იყო დაკავებული „ხალხის ძალა“ თავისი ჩამოყალიბებიდან 18 თვის განმავლობაში, ხელის გულზე იყო გადაშლილი ქართული საზოგადოების როგორც ჯანსაღი, ასევე - გენმოდიფიცირებული ნაწილისათვის.


„ხალხის ძალამ“ ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოიღო ახალი სტანდარტები, თამაშის ახალი წესები, დაფუძნებული სიმართლესა და პოლიტიკის მაქსიმალურ „დე-კულუარიზაციაზე“ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე.


ამ სტანდარტებმა იმდენად ჩაანაცვლა საქართველოზე მისი საგარეო თუ შიდა „დაუძინებელი მეგობრების“ მხრიდან აქამდე დამკვიდრებული სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, ზეწოლაზე, მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში თამაშის სხვანაირ წესებს ადგილი უკვე ვეღარ ექნება.

და ამის დამფუძნებელი რომ „ხალხის ძალაა“ - ესეც ხომ სიმართლეა ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930