გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მევახშეობაზე არანაკლებ საშიშ “დაავადებას” წარმოადგენს “ანტი-სახელმწიფო” ორგანიზაციები, მევახშის მოტივაცია ფულია, ხოლო “NGO-მევახშეებისა” ფული, პოლიტიკური გავლენები და უცხო ქვეყნის სამსახურში ყოფნა

26-01-2024

კეკელიძეზე მომხდარი ამბის მორალურ მხარეზე მთელი ქვეყანა ვართ შეთანხმებული, თუმცა ამ საკითხის საერთოდ სხვა კუთხიდან წარმოჩენა მინდა საზოგადოებისათვის. - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გამოსახლების დროს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სახელმწიფო უწყების ავტომობილები, რის გამოც სასამართლომ მათ ჯარიმა დააკისრა. თუმცა, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ და მოსამართლის ვერდიქტს ფორმალურს უწოდებენ.

 

“აუცილებელი წინაპირობა - მევახშეობა ყველაზე ამორალური საქმიანობაა და ნაძირალობის ისეთ მასშტაბებს აღწევს, როდესაც ცოდვა, სინდისი და ჰუმანიზმი შეუთავსებელი ცნებებია! კეკელიძეზე მომხდარი ამბის მორალურ მხარეზე მთელი ქვეყანა ვართ შეთანხმებული, თუმცა ამ საკითხის საერთოდ სხვა კუთხიდან წარმოჩენა მინდა საზოგადოებისათვის.

 

კერძოდ, კეკელიძეზე გამოსახლების დროს, დაპირისპირება მოხდა აქციის წევრებსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სახელმწიფო უწყების ავტომობილები, რაც ვიდეოკადრებშიც ჩანს. შესაბამისად, დაკავების შემდეგ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დააკისრა.

 

ეს არის ფაქტი და რეალობა. ახლა კი ერთი საინტერესო დეტალი- ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ეხმაურება სასამართლო გადაწყვეტილებას და მოსამართლის ვერდიქტს ფორმალურს უწოდებს, რითაც ცდილობს გადაწყვეტილებისა და შესაბამისად სასამართლოს დისკრედიტაციას. ჰოი საოცრებავ, ეს ორგანიზაცია ეკუთვნის თინა ხიდაშელის “პროტეჟეებსა” და რესპუბლიკურ პარტიაში დაფრთიანებულ იურისტებს.

ნეტა, რა დონის გამოცდილებამ ათქმევინა ამ “გოლიათ” უფლებადამცველებს, რომ სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებზე თავდასხმა, სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების შეფასება მოსამართლის მხრიდან,(თან ადმინისტრაციული წესით) ფორმალობა და გულგრილობაა?! რამ ათქმევინა და იმ მევახშეებისგან დიდად კი არ განსხვავდება "NGO"- თა უმეტესობა? მეტიც, ოღონდ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირება, პირადი ინტერესები და პოლიტიკური ქულები დაიწერონ, შავზე თეთრს იტყვიან და თეთრზე შავს!

 

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მევახშეობაზე არანაკლებ საშიშ “დაავადებას” წარმოადგენს -“ანტი-სახელმწიფო” ორგანიზაციები. მევახშის მოტივაცია ფულია, ხოლო “NGO-მევახშეებისა” ფული, პოლიტიკური გავლენები და უცხო ქვეყნის სამსახურში ყოფნა! რომელი უფრო დიდი სენია, საზოგადოებამ განსაზღვროს!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930