გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილის პროტესტზე: მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან

27-01-2024

მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის ნაწილის პროტესტს.

 

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალს ნახავს, მიხვდება, რომ სიცრუეა განცხადებები, თითქოს კლინიკის თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

 

"მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან. როგორ შეიძლება გააპროტესტო ის, როცა ასეთ უპრეცედენტო საკომპენსაციო პაკეტს გთავაზობენ?

 

ნებისმიერი საღად მოაზროვნე, ვინც ამ ჩამონათვალს გადახედავს, მიხვდება, რომ დიდი ფარსია ის განცხადებები, რომ თითქოს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ('რესპუბლიკურის') თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

 

ამასთან, აღნიშნული კლინიკის ბაზაზე შეიქმნება თანამედროვე მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება. მავანთ უნდა ახსოვდეთ, რომ 2012 წლიდან აღარ ვცხოვრობთ ნაცრეჟიმის მოჩვენებითი დაპირებებისა და გამოძალვა-განადგურების ეპოქაში. დაპირდება ეს ხელისუფლება? ასრულებს!" - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031