გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის პრეზენტაცია გაიმართა

27-01-2024


შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. 


მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში. „ეს მარკა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორიის მქონე თეატრისა და კინოს სასწავლებელი თავისი დიდი და სახელოვანი ტრადიციებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   


ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ,  რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.ამასთან, „საქართველოს ფოსტასა" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930