გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას - საქართველოს სტაბილური წინსვლა გარდაუვალია

30-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას განცხადებით ეხმაურება.


თამარ ჩიბურდანიძე ირაკლი კობახიძეს ახასიათებს, როგორც მსოფლიო პოლიტიკისთვის მოთხოვნად პოლიტიკოსს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების ბედი უკვე ყველასთვის ცხადია.


„ირაკლი კობახიძის კანდიდატურა საუკეთესო არჩევანია და ამას აღიარებენ ისინიც კი, ვინც კობახიძის ოპონენტია. მათ განცხადებებში ჩანს ფარული შიში და იმ რეალობის მოლოდინი, რაც აუცილებლად იქნება ახლო მომავალში.


ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას. დინჯი, აუღელვებელი, ძლიერი, უაღრესად მოაზროვნე და მკაცრი - ეს არის ჩუმი ქარიზმა, რომელიც ოპოზიციისთვის საფრთხეა, ქვეყნისთვის კი სტაბილურობისა და წინსვლის გარანტი. ასეთი პოლიტიკური ლიდერი არა მარტო ქართული, არამედ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მოთხოვნაა, მით უმეტეს, გაწონასწორებული და ღრმად მოაზროვნე ჩინეთის ფონზე.


წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლი კობახიძეს ქვეყნისთვის ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო პერიოდში. ყველასათვის ცხადია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ არჩევნების ბედი უკვე მყარად გადაწყვეტილია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.


ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930