გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და რევოლუცია მოახდინონ - რამდენჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ, "ლუზერები" ხართ, არც მომავალში გამოგივათ

1-02-2024

კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი - გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, რადიკალების ამოცანაა, დაძაბონ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და რევოლუცია მოახდინონ, თუმცა, ეს გეგმა მათ ვერც წარსულში განახორციელეს და არც მომავალში გამოუვათ.


"ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან და ამით ხელი მოითბონ და რევოლუცია მოახდინონ.


არ გამოგივიდათ, რამდენჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ. "ლუზერები" ხართ, ხელმოცარულები. არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ - ჩირგვებში" - განაცხადა ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031