გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ISFED-ი, IDFI-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს

2-02-2024

„დესტრუქციულად განწყობილი „ენჯეო“ იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც საჯაროდ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე „ენჯეო“, მათ შორის, ISFED-ი და IDFI-ი, სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული მავნებლობით გამოირჩევიან.


„ISFED-ი, IDFI-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს. თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, როდესაც 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლები გააყალბეს და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანას არყევდნენ. ამას გარდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საქართველოზე ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ეკუთვნოდა, ქართული „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ ეკუთვნოდა და ამას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, დღესაც აგრძელებენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930