17-09-2018
ამერიკული გამოცემა «Al-Monitor»-ის ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს.
გამოცემის თანახმად, ირანელთა უმეტესობისათვის საქართველოს მიმართ გაჩენილ ინტერესს უფრო ეკონომიკური საფუძველი აქვს, ვიდრე კულტურული, რადგან ამერიკის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა ირანელთა ცხოვრების დონის დაცემა და მათი მსყიდველობითი უნარის შემცირება გამოიწვია და ამიტომ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი საშუალო ფენის წარმომადგენლები, ამ მეზობელ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ: ისინი თავს შედარებით დაცულად იგრძნობენ - არ დაზარალდებიან ეკონომიკური სიტუაციისა და დასავლური ემბარგოსაგან“-წერს გამოცემა.
p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge