გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპროტესტო აქციის გამო ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ სამუშაო პროცესი შეწყვეტილია

17-09-2018

დღეს, დაახლოებით, 16 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ სამუშაო პროცესი შეწყვეტილია.


"გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი. ცოტა ხნის წინ, მათ მხოლოდ საავტომობილო გზა გახსნეს. ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებას აქციის მონაწილეებთან, რათა გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ განაგრძოს მუშაობა.


აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრას ფინანსთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს სთავაზობდა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც, თუმცა მოლაპარაკების ასეთ ფორმატზე აქციის მონაწილეებმა სამწუხაროდ, უარი განაცხადეს.


ამ დროისთვის, გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში"-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031