გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაიზარდა

6-02-2024

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების ფონზე, მკაცრი ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, მთავრობის ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებისა და დეფიციტის 2.5%-მდე შემცირების პარალელურად, შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსების მობილიზება, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების ისეთი ღონისძიებების დაფინანსების გასაზრდელად, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა და განათლება.


ლაშა ხუციშვილის თქმით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ფარგლებში, ბიზნესს ჯამურად დაუბრუნდა 7.5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2024 წელს დამატებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება.


„2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების საკასო შესრულებამ შეადგინა 25.9 მილიარდი ლარი, ხოლო 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები დაგეგმილია 28.7 მილიარდი ლარის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტიც, პრაქტიკულად, გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031