გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება

7-02-2024

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და გაიზრდება წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე.


"ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. აქაც გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. გვინდა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის. ხელს შევუწყობთ კვლავაც მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის, ბიოწარმოების, გადამუშავების და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემის განვითარებას. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაფართოვდეს არსებული ბაზრები სოფლის მეურნეობისთვის და მოვიძიოთ ახალი ბაზრები" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728