7-02-2024
„ხვალ თუ არა ზეგ, ნიკა გვარამია და ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ალბათ, სიტუაციური მეკავშირეების როლში მოგვევლებიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, მან მისი რეალური სახე და მიზნები გამოავლინა.
„სალომე ზურაბიშვილი თავისი ფეისბუქ აქტივობებით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს შენიანი იყო , რამაც მისცა საშუალება 2018 წელს საზოგადოების უდიდესი ნაწილის ძალისხმევით (მეორე ტურში) საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. მაგრამ 2020 წლიდან დაწყებული, ე.წ. დეკონსერვაციის შემდეგ, მან გამოაჩინა თავისი რეალური სახე, მიზნებით და დავალებებით.
წარმოიდგინეთ, როდესაც მთელი მართლმსაჯულების მანქანა, სპეცსამსახურები ზრუნავდნენ და მუშაობდნენ იმაზე, რომ საქართველოში არ შემოსულიყო „მაიდანიზაციის“ მუხტი, მათ შორის ფინანსების სახით, როდესაც ჩვენი ტერიტორიული საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე და კონტრაბანდური ნაღდი ფულის შემოტანის ფაქტზე დაკავებული იყო და მიესაჯა კონკრეტული მსჯავრი, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ერთ-ერთ წევრს მიხეილ ბატურინს და უკრაინის ორ მოქალაქეს. პრეზიდენტმა, რომელსაც მე „ნაცების“ მესამე პრეზიდენტს ვუწოდებ გაათავისუფლა და გამოუშვეს ციხიდან ბატურინი. როდესაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოსურნე ერთ-ერთი პირველი ვიოლინო და დირიჟორთან მიახლოებული პირები - რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი - რად გინდა რომ დაიჭირო, როდესაც ასეთი პრეზიდენტი გყავს, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ისინი ციხიდან.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნიკა გვარამიაზე (ამ იდეოლოგიური, ლიბერალური ფაშიზმის გებელსზე), რომელსაც აკავებ კონკრეტულ ფაქტზე და დანაშაულზე, რად გინდა ასეთი დაკავება, როდესაც შენი „აგენტოკრატი“ გეუბნება - ეს ადამიანი მჭირდება საკნის გარეთ იმიტომ, რათა ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში. ხვალ თუ არა ზეგ, ნიკა გვარამია და ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ალბათ, სიტუაციური მეკავშირეების როლში მოგვევლებიან. ამ კონტექსტში, ამ ვარაუდის და ვერსიების ფარგლებში, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ემოციურ მუხტს, ვინ, ვის როგორ და რა სიტყვებით აგინებდა, ან რას უწოდებდა და ა.შ.
გუშინდელი გამოსვლის დროს „ნაცების“ მესამე პრეზიდენტმა, ფაქტობრივად აღიარა, რომ მისთვის სულერთია, ვინ რას უწოდებდა, ვინ რას ეძახდა. მხოლოდ ის არ წამოსცდა, რომ ეს ყველაფერი ერთიანი გეგმის ნაწილი იყო“, -განაცხადა ქართველიშვილმა.