9-02-2024
„ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც 'ერთობის ფანჩატურის' შექმნით“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი - ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან.
„როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი - ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან. ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც 'ერთობის ფანჩატურის' შექმნით. მარტივად - 'სახლობანას' ანუ 'პოლიტიკობანას' თამაშობენ ურეიტინგო, უსამშობლო ლუზერები“-წერს გია აბაშიძე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |