12-02-2024
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა.
„ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით.
ვიცი რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს გაქვთ ძლიერი პიროვნული ვალდებულების გრძნობა ამ საკითხისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში და გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ევროპული გზის განსამტკიცებლად.
გასულ წელს, რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტმა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ერთიანობის განახლებულ გრძნობას შეუწყო ხელი. მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საერთო მიზნების მისაღწევად და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან მოვალეობებში“, - აღნიშნულია მის წერილში.
16-11-2024
16-11-2024