14-02-2024
gვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თანაბარ პირობებსა და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024