17-02-2024
„რაგბში "ავტოგოლის" მცნება არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკაში ხაზარაძის "ლელო" ბოლო დროს მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ საკუთარ ჩათვლის მოედანში ცდილობს ქულების აღებას, ვინაიდან მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი მისთვის მიუწვდომელია“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ჯერ იყო და პენსიების გამოთვლის ბანკირისთვის სასწაული მეთოდი შემოგვთავაზა, დღესაც ახალი "ავტო-ლელო"-თი გაგვახარა, მეო ის კი არა ვთქვიო, რუსეთთან საგარეო ვაჭრობა შევწყვიტოთო - უბრალოდ, "უწყინარი" სანქციები დავუწესოთო, რასაც ომით "დასუსტებული" რუსეთი არა თუ "ჩაყლაპავს", შეიძლება მადლობაც გადაგვიხადოსო.
„რაგბში "ავტოგოლის" მცნება არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკაში ხაზარაძის "ლელო" ბოლო დროს მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ საკუთარ ჩათვლის მოედანში ცდილობს ქულების აღებას, ვინაიდან მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი მისთვის მიუწვდომელია.
ჯერ იყო და პენსიების გამოთვლის ბანკირისთვის სასწაული მეთოდი შემოგვთავაზა და ცნობილი ანეკდოტი გაგვახსენა ერთ ვაჭარზე: "მეო ლუდს ვყიდულობო ბოთლში 2 ლარად, მერე ჩემს 2 ლარს ვამატებო და აი ამ 2%-იანი მოგებით ვცხოვრობო". დღესაც ახალი "ავტო-ლელო"-თი გაგვახარა, რუბრიკიდან "პარტიაში ბევრი ჰყავს კიდევ შენისთანა ჭკვიანი??".
მეო ის კი არა ვთქვიო, რუსეთთან საგარეო ვაჭრობა შევწყვიტოთო - უბრალოდ, "უწყინარი" სანქციები დავუწესოთო, რასაც ომით "დასუსტებული" რუსეთი არა თუ "ჩაყლაპავს", შეიძლება მადლობაც გადაგვიხადოსო. ანუ, განა სახეში სილა გავარტყათო, იდიოტი კი არა ვარო, ამდენი მესმისო - შორიდან "დედა შევაგინოთო", რაზეც იქიდან მადლიერებით გვიპასუხებენ: "ეგრე რა, აქამდე სად იყავით".
ყველაფერს ველოდი "მესამე ძალის გამოჩენის" პოლიტიკურ ჰორიზონტზე, მაგრამ კომკავშირელი ხაზარაძის, კომპარტიელი უსუფაშვილის და მასონი გეგელიას ტრიუმვირატმა ჩემს ყველა წარმოდგენას გადააჭარბა...“-წერს დავით ქართველიშვილი.
1-11-2024
1-11-2024