გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ სათამაშოების ქსელი „პეპელა“ შეისყიდა

19-09-2018

საქართველოს უმსხვილესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსში“ განუცხადეს, „პეპელას“ შეძენა არ გულისხმობს კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე მოღვაწეობას.


მათივე ინფორმაციით, მძლავრი კომპანიების გაერთიანება ორივე ბრენდს მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს.


„უკვე დაგეგმილია „პეპელას“ ქსელის გაფართოება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე განხორციელდება პროდუქციის გამრავალფეროვნება და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო სიახლე, რომელსაც მომხმარებელი ეტაპობრივად შეიტყობს. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, რჩება კომპანიის მთავარ კრედოდ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.


„წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. დღეისათვის ქსელი საქართველოს მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ კი 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. „პეპელა“ აქცენტს ხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად, იგი სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. დღეისათვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 მდებარეობს თბილისში, ხოლო 1 ბათუმში. აგრეთვე, კომპანიას აქვს მსხვილი სადისტრიბუციო ქსელი როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930