20-02-2024
ისინი ერთნი არიან, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ადამიანი რომელიც გამოდის და მე "ნაცებთან" კოალიციას არ გავაკეთებო და დღეს კოალიციაშია ნაცებთან, მეტი თავხედური ტყუილი რა გითხრათ, რა გკადროთ. დღეს, ოთხ საკრებულოში კოალიცია ვისაც აქვს, ის ამბობს, რომ ჩემთვის წითელი ხაზია "ნაცებთან" კოალიციაო. ტყუილი არ ჰქვია ამას, ამას ჰქვია წარმოუდგენელი თავხედობა, რასაც აკადრებს ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ კოალიციის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, როდესაც კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, ვინაიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს არჩევნებში ბარიერის გადალახვას.
"როდესაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, რომ კოალიციამ უნდა გაიმარჯვოს, კოალიცია უნდა შედგეს, რომელ კოალიციაზეა ლაპარაკი, როდესაც მყარად და გარანტირებულად, სამწუხაროდ, კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება ბარიერის გადამლახველად. თეორიულადაც კი, თუ ვინმე სხვამ გადალახა ბარიერი და კოალიციაზე ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ ნაცებთან კოალიციაზე, თუ არ ლაპარაკობენ ამას და ჩვენთან ფიქრობენ კოალიციას, არაფერში გვჭირდება, თავიდანვე იცოდნენ. თუ მაინც ამას ფიქრობენ, იქნებ გვითხრან, კოალიციაზე როდესაც ლაპარაკობენ, "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე? თუ არაა პასუხი, ე.ი. "ნაციონალურ მოძრაობასთან", იმიტომ რომ მყარად ბარიერის გადამლახველი არ ჩანს. სულ რომ ორი და სამი პარტია გამოვიდეს და ერთმანეთთან შევკრავთ კოალიციასო, ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი ამას ვერ მოახერხებენ ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად. ამიტომ, მარტივი რეცეპტია: თქვან, ვისთან აპირებენ კოალიციას, "ნაცმოძრაობის" კოალიციაზეა თუ არა ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველას - როდესაც ისინი ახსენებენ სიტყვა კოალიციას, გულისხმობენ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება: ძალიან კარგად იცის, ვინ არის დომინანტი, ვინ ლახავს ოპოზიციიდან მხოლოდ ბარიერს და ვისთან კოალიციაზე საუბრობენ ისინი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.