19-09-2018
ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წლის წინ მძიმედ დაშავდა და დაინვალიდდა, პარლამენტის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს.
როგორც ვასილ სილაგაძე აცხადებს, მას გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა ესაჭიროება.
„ეფექტიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი. ვითხოვ, მომეცეს შესაძლებლობა რეაბილიტაციის გავლისა და აგრეთვე, ვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას.
ამ მოთხოვნით ვიჯდები აქ ვიდრე ირაკლი კობახიძეს არ შევხვდები. ბოლოსდაბოლოს საკუთარი თვალით ნახავს, რომ რეაბილიტაცია ნამდვილად მესაჭიროება. მე ვგულისხმობ შედეგიან კურსს, თორემ თბილისშიც ჩავიტარე სულ მცირე 15 კურსი. არ ვიტყვი იმას, თუ რა ფასად დამიჯდა ამ თანხის შოვნა ცალკე მე და მანამდე ჩემს ძმას, რომელიც ორი წელია აღარ მყავს.
დღეს მარტო მიწევს ექიმებისგან განადგურებული ორგანიზმით სიარული. ბატონი კობახიძე იმედია დაინტერესდება და თუ შეხვედრა შედგება, მცირე დროში მოვასწრებ დეტალურად ვუამბო ჩვენი მედიცინის შესახებ, რომ თავი არ დაიმშვიდოს ერთ-ერთი ტელეარხიდან მიღებული ინფორმაციით, რომელსაც ექიმები ყოველ კვირას ზღაპრად გვიამბობენ ხოლმე. იმედი მაქვს, ბატონი ირაკლი ჩემით დაინტერესდება“-აცხადებს სილაგაძე.
newspress.ge