გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იყო ძლიერი პოლიტიკური გზავნილები არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი ლობისტებისთვისაც

22-02-2024

„ვფიქრობ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რაც ევროპულ გზაზე მთავარი მიღწევა უნდა იყოს და რასაც ოპოზიცია მიზანმიმართულად უშლის ხელს,“ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ -ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენას.


მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს ოპოზიციის უცხოელი ლობისტები სათანადოდ მიიღებენ და გაითავისებენ.

„პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იყო ძლიერი პოლიტიკური გზავნილები არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი ლობისტებისთვისაც. ვფიქრობ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რაც ევროპულ გზაზე მთავარი მიღწევა უნდა იყოს და რასაც ოპოზიცია მიზანმიმართულად უშლის ხელს. ეს არის დეპოლარიზაცია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.


უმთავრესი მოთხოვნა ევროპიდან და ამასთანავე, უმთავრესი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ოპოზიციისგან წარმოებული დეზინფორმაციული კასკადი, რომელიც ქმნის და აღრმავებს პოლარიზაციას.


ვის აწყობს პოლარიზებული გარემო საქართველოში? რა თქმა უნდა, აწყობს მათ, ვისაც სურთ სიტუაციის არევა ქვეყანაში. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, ეს შედის მხოლოდ ოპოზიციის და მათი ლობისტების ინტერესებში.


აღარ დავკონკრეტდები იმ დეზინფორმაციულ ანატომიაზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ავრცელებს ოპოზიცია და რომლის შესახებაც დეტალურად ისაუბრა პაrლამენტის თავმჯდომარემ.


ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ძლიერი პოლიტიკური გზავნილები სერიოზულად უნდა მიიღონ და გაითავისონ ქართული ოპოზიციის უცხოელმა ლობისტებმა.


ტყუილი გაუმჟღავნებელი არ რჩება და ამ შემთხვევაში ზიანი ადგება სწორედ მათ პიროვნულ ღირსებას. მართალია, ამ მცირე ჯგუფის სიტყვა არ არის გადამწყვეტი ევროპაში, მაგრამ მათი ესმის ქართველ ხალხს და სწორედ ჩვენს ქვეყანაში, ამ მცირე ჯგუფის გამო, საზოგადოებაში ჩნდება გაღიზიანება დასავლეთის მიმართ. ესეც ოპოზიციის და მათი ლობისტების ინტერესებშია, რათა ისევ ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპული რიტორიკა.


ვიმედოვნებ, პარლამენტის თავმჯდომარის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს ოპოზიციის უცხოელი ლობისტები სათანადოდ მიიღებენ და გაითავისებენ“, - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930