გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ხანდახან თავისი საკანი ენატრება: ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა, აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?!

22-02-2024

ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა. გვარამიას და სააკაშვილის ციხეებიდან ბევრი ნაწამები მიცვალებული გამოასვენეს, ბევრი დააინვალიდეს. აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?! ან ცოცხლები რომ იყვნენ, თუ მოენატრებათ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის წერს: "ისე ნეტა ჩემს 212-ე საკანში რა ხდება ახლა? ზოგჯერ, განსაკუთრებულ აურზაურში და ამაო ყაყანის დღეებში მომენატრება კიდეც იმის სიმშვიდე."


სალუქვაძის განცხადებით, გვარამიას კარგ ტონად მიაჩნია ნასამართლეობა, თუმცა არა საამაყო მიზეზით, არამედ ფულის მითვისების გამო იყო დაპატიმრებული და საკუთარი სასჯელი სტასბურგის სასამართლოშიც არ გაუსაჩივრებია.


"ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა. გვარამიას და სააკაშვილის ციხეებიდან ბევრი ნაწამები მიცვალებული გამოასვენეს, ბევრი დააინვალიდეს. აბა სერგო თეთრაძის, სულხან მოლაშვილის და სხვების ჭირისუფალს ჰკითხოს, თუ ენატრებათ?! ან ცოცხლები რომ იყვნენ, თუ მოენატრებათ?!

კაცობს მისი ჭკუით. ამათ კარგ ტონად მიაჩნიათ ნასამართლეობა. რომ ჰკითხო, ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდნენ.


ციხეში იჯდა ფულის მითვისებაზე. ესეც არ მყავდეს დისიდენტი. ისინიც კი არ ტრაბახობდნენ ციხეებით და გადასახლებებით.


გაასაჩივრა სასჯელი სტრასბურგში? არა. შეიწყალა ზურაბიშვილმა და ეს მარგინალი დააბრუნა პოლიტიკაში. ახლა ზის, ალბათ, გვარამია და აგრძელებს შავი სიების წერას. წერეთ, წერეთ..." - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930