გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანსამბლი „თბილისი“  კახა კალაძეს მიმართავს  

12-01-2018


 

ანსამბლ თბილისისადღესასწაულო ღონისძებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს.

 

მიმართვის ტექსტს NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:

 

“ბ-ნო კახიგილოცავთ შობა - ახალ წელს! გისურვებთ  წარმატებულ  საქმიანობას თბილისის  მერის პოსტზე  მოქალაქეთა   და  დედაქალაქის  საკეთილდღეოდ !

 

მისასალმებელია ის  ფაქტირომ  ამდენი  წლის  შემდეგ, ჩვენიანებად  და  სხვისიანებად  დაყოფილმა  მუსიკალურმა  საზოგადოებამ,   მუსიკოსთა და  ხელოვანთა  უმრავლესობამდედაქალაქს  და  მის  სტუმრებს  სხვადასხვა სცენიდან, სიმღერით მიულოცა   ახალი  წელი.   სამწუხაროდ, მათ შორის ისევ არ იყო  ანსამბლითბილისი“.

 

2004 წლიდან დღემდე, ყოველ კითხვასა თუ შეთავაზებაზედედაქალაქის სადღესასწაულო ღონისძებებში მონაწილეობის თაობაზე, იქნებოდა ეს თბილისობა, 26 მაისი, შობა თუ ახალი წელი, ანსამბლს გაეცემოდა ერთი და იგივე პასუხი: - „ნოემბერში ადრეა, ხოლო დეკებერში დაგვიანებული“.                                                                                                                                                                    ანსამბლი  „თბილისი“  დედაქალაქის სახელს უკვე  37-  წელია  ატარებს. ამ ხნის                   განმავლობაში მოასწრო 6000 მდე სოლო კონცერტის გამართვა, გალა და შერეულ კონცერტებს კი ვინ    მოთვლის, ჩაწერა 20-მდე ალბომიუმღერა ინგლისის დედოფალს და იაპონიის სამეფო ტახტს, მიიღო მასშტაბურ  პროექტებში  მონაწილეობა  შვედეთში  ჯგუფ  „აბბასთანდა ბენი       ანდერსონთანხოლო უკრაინაში ნინო ქათამაძესთან ერთად.

 

მაყურებელმა  და  მსმენელმა  ანსამბლის  შემადგენლობაში გაიცნო და შეიყვარა ქართული           სიმღერის     უბადლო  შემსრულებლები  გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე.  „თბილისიიყო       პირველი  ფოლკლორული  კოლექტივი, რომელსაც  ქვეყნის  დამოუკიდებლობის აღდგენისას,    90-იან  წლებში  ერგო პატივი ჩაეწერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. დედაქალაქის  სახელის  მატარებელ  ანსამბლსბოლო 14 წელიაუფრო  ხშირად  აქვს  სცენაზე გამოსვლის საშუალება  როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა  ქალაქებში, ვიდრე თავად თბილისში.

 

ანსამბლითბილისიყოველთვის იდგება  ხალხის გვერდით, ისევე როგორც იდგა 2007 და 2012 წლებში, მიუხედავად აშკარა საფრთხისა და დაუფარავი მუქარისა.

 

ბატონო კახი, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მუსიკოსთა უდიდეს  ნაწილს მიეცით საშუალება  ახალ წელს სადღესასწაულო სცენაზე გამოსვლისა და კიდევ  მრავალჯერ მოიწვევთ დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმართა გასახარებლადგამოვთქვამთ იმედს, რომ  2018 წელსაც, ეს  მცირე  უყურადღებობა  ანსამბლთბილისისმიმართ გამოწვეული იყო საახალწლო  აურზაურით და მრავალი საზრუნავით, რომელიც  თქვენ და თქვენმა გუნდმა   2017 წლიდან იტვირთეთ. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ დედაქალაქის         მერია, თანაბარ  ყურადღებას მიაქცევს ყველა შემოქმედებით ინდივიდუმს და კოლექტივს, მათ   შორის   ანსამბლთბილისს“.  ჩვენ მხოლოდ სიმღერის სიყვარულით და იმ ღირებულებების  გამო ვართ ერთად, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს და მის მოსახლეობას. გვაქვს იმედი, რომ დედაქალაქის მერია კულტურის სამინისტროს მსგავსად არ დაივიწყებს  საკუთარ მოვალეობას და ვალდებულებებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისებიც არსებობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ზრუნვისა და ღვაწლისთვის.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ, თქვენს ოჯახს და გუნდს ახალ წელს და გისურვებთ დიდ წარმატებებს”-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930