29-02-2024
„სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ ქვეყანაზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.
„სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე. ოპოზიცია, რისთვის იბრძვის? რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში.
ოპოზიცია იბრძვის, რომ სასამართლოზე იყოს საელჩოების გავლენები და მათ შეამოწმონ რომელი მოსამართლე ვარგა და რომელი არა; ენჯეო სექტორი, რომელსაც აფინანსებს უცხოური თანხები და უცხოური სახელმწიფოები, ითხოვდნენ დააკომპლექტონ ტექნიკური მთავრობა და საქართველოს პარლამენტში ამ ორივემ - ენჯეომ და ოპოზიციამ უნდა გვიკარნახოს რა კანონები მივიღოთ.
ახლა გეკითხებით სად არის აქ სუვერენიტეტის სივრცე? აი ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, ჩვენ ანუ „ხალხის ძალა“ რა განცხადებებს ვაკეთებთ - რა გვტკივა? ჩვენ გვტკივა ის, რომ გვიწევს ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისთვის და ქვეყნის უცხოური გავლენებისგან გასათავისუფლებლად. როცა სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, აქაც ჩვენ პირველად ვახსენეთ ფრაზა - ვასალური დამოკიდებულება რაც არ გვინდა“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.