გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში

1-03-2024

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები"ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები".

 
ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში გადაიდგა მაკროეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით. 


როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მოკლე პერიოდში შეძლო ფისკალური კონსოლიდაცია და მიღწეული შედეგებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ფისკალური კონსოლიდაციის მაგალითი აჩვენა. 

  
მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფად მოხდა ეკონომიკური პარამეტრების აღდგენა და ყველა სექტორს მიეცა სწრაფი ზრდის შესაძლებლობა, ასევე, მოხდა ლარის კურსის დასტაბილურება. 


„შედეგად, მივიღეთ ის, რომ, როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება უსაფრთხო ნიშნულზე და საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი გამორჩეულია, არა მხოლოდ, რეგიონში, არამედ მსოფლიოში და აჩვენებს, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ასეთ მოკლე პერიოდში საკმაოდ სტაბილური ფისკალური ჩარჩოს შენარჩუნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 


მან მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციას საინტერესო დისკუსიისა და პრეზენტაციების მომზადებისთვის, როგორც სექტორულ ჭრილში, ისე მაკროეკონომიკური მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930