გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მცირეწლოვანი შვილების დედებს დედის დღე მიულოცეს

3-03-2024

დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მცირეწლოვანი შვილების დედებს  და დედით ობოლ ბავშვებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს.

 

ბენეფიციარები  პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მერის მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ,  მოადგილებმა დავით ტაბატაძემ და  ჰამბარცუმ ბაბოიანმა, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ,  ასევე  მერიის სამსახურების თანამშრომლებმა,   ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა.

 

დღესასწაულთან  დაკავშირებით  ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ   50 ოჯახს მერიისგან  საჩუქრად საოჯახო ნივთები და ყვავილები გადაეცათ. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის   სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველადედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728