გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: "მისტერ ოფშორის", კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო "ფორმულამ" მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული "მესიჯბოქსის" ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია

4-03-2024

აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.


როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, "ფორმულამ" ანტიქართული გზავნილების ტირაჟირება ვერ მოახერხა.


"აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა.


"მისტერ ოფშორის", კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო "ფორმულამ" მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული "მესიჯბოქსის" ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. რომელიმე ამერიკელი კანონმდებლის აპარატის თანამშრომელთან ანდა სტაჟიორთან შეხვედრა კი, უდიდესი პატივია უხეირო ნაცაქტორების ერთი ფლანგისთვის.


როგორც ჩანს, კეზერაშვილის მოჩანჩალე ჯიბის ტელეარხზე გასართობი გადაცემების დახურვა უცხოეთში მავნებლურ ლობიზმზე თანხების კვლავ უშედეგოდ გადამისამართებასაც უკავშირდება.


ავაზაკი კეზერაშვილი მისი მწირი ინტელექტურალური დიაპაზონითა და კრიმინალური ბაგაჟით რომ მაინც ლუზერად დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს უდავოა. საინტერესოა, კიდევ როდემდე გააგრძელებს რევანშისტულად, სასოწარკვეთილად წყლის ნაყვას.


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა" - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930