გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ვეტინგის მომხრეებზე: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის, უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთას

12-03-2024

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან მოსამართლეთა "ვეტინგის" თავგამოდებული დაცვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის.


მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად და აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან, ასეთი ადამიანები უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთასა და ბრძანებას.


„ამ დღეებში თვალყურს ვადევნებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ასეთივე ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან აქაურ მოსამართლეთა "ვეტინგის" თავგამოდებულ დაცვას.


არ დავიწყებ მათ იდენტიფიცირებას, ვიტყვი ერთს: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში არის სახიფათო სახელმწიფოსთვის, სხვა მიზეზების გარდა თუნდაც იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად, აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან. ხომ ხვდებით რა მასალასთან გვაქვს საქმე?! უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ(!!) დაკვეთა/ბრძანებას როგორც ამ კლასტერის ერთერთმა წარმომადგენელმა სრულიად გულწრფელად განაცხადა - "ევროპამ რომ მოგვთხოვოს ერთი კვირა ცალ ფეხზე დგომა, უნდა ვიდგეთო!" სხვათაშორის სიამოვნებით დავაყენებდი ცალ ფეხზე და საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებენ “- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930