გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობის მმართველობაში მოსვლის დროს სიღარიბე 34% იყო და როცა ეკონომიკური ბუმი იყო მსოფლიოში, 4% იყო მათი სიღარიბის დაძლევა მთელ ცხრაწლიან პერიოდში

13-03-2024

„არსებობს უტყუარი მონაცემები და იქიდან განისაზღვრება სიღარიბეც და ყველაფერი. სიღარიბე საქართველოში განახევრდა. თხუთმეტი პროცენტი ამოვიდა სიღარიბიდან, რაც არის კარგი, მაგრამ თხუთმეტი პროცენტი რომ დარჩა არის ცუდი. მაგრამ ამ ცუდს გამოსწორების დინამიკა და საშუალება აქვს იმიტომ, რომ მივდივართ სწორ გზაზე. ჩვენ შევძელით და ნაცებმა ვერ შეძლეს“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“.


მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული სიღარიბის მაჩვენებელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ოთხი პროცენტით მოხდა სიღარიბის დაძლევა.


„ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ მათი მმართველობაში მოსვლის დროს სიღარიბე იყო 34% და ეკონომიკური ბუმი რომ იყო მსოფლიოში, ეკონომიკური ორნიშნა ზრდით რომ ტრაბახობდნენ, ამის მიუხედავად ბოლო წელს 4%-ით ჩამოწიეს, ისიც რაღაც მანიპულაციებით. ოთხი პროცენტი იყო მათი სიღარიბის დაძლევა მთელი ცხრა წლიანი პერიოდის განმავლობაში“-აღნიშნა მდინარაძემ.


მდინარაძე ასევე, ინფლაციის მაჩვენებელს შეეხო და აღნიშნა, რომ ორი დიდი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოახერხა 4,6 ნიშნულის შენარჩუნება.


„ინფლაცია, უხეშად რომ გაყო, 8,4 გამოვიდა მათი დროინდელი წელიწადში, 6 ჩვენი დროინდელი. მაგრამ კლასიკურად და მეცნიერულ დონეზე, სწორად როგორც სტატისტიკა და მსოფლიო ბანკი ითვლის, რეალურად 6,6 ჰქონდა წლიური საშუალოდ ნაცებს, ვინც აქეთ გვამუნათებს და 4,6 აქვს საშუალოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ამ ნიშნულის, 4,6-ის შენარჩუნება როდის მოვახერხეთ იცით? -2 დიდი კრიზისი, 2 ომი რეგიონში, ამხელა პანდემია და ეკონომიკური წინსვლით ვიყავით ერთ-ერთი მოწინავეები რეგიონში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930