გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე": კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ 48 000 დოლარს, რომლითაც შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა

14-03-2024

საინტერესოა, კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მე მგონი 48 000 დოლარს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება.


„რაც შეეხება სიღარიბეს. სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები - 15.4%,  ეს არის 2022 წლის მაჩვენებლები, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია „ნაციონალური მოძრაობის" დროს, ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია თითქმის სიღარიბე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვებს 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. უმუშევრობაზეც იგივეა. ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში. შარშან გვქონდა 7.5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი არის სწორედ ეკონომიკური ზრდა და ამისთვის ხორციელდება, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობანის მშენებლობა, პორტებისა და აეროპორტების განვითარება და ა.შ. რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მათ შორის IT-ის და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, გრძელდება მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930