გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას

16-03-2024

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს  ორ ქვეყანას. 


„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. 
ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება", - განაცხადა პრემიერმა. 
მთავრობის მეთაურის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. 
 
„სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930