გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: კიდევ ბედავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ცდილობს, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს. არ გამოვა ეს, ჩემო ძვირფასებო და შეეგუეთ იმას, რომ აუცილებლად გასამართლდებით

19-03-2024

„არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ პარტიის გასამართლება, - “ განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხი აგოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. „კიდევ დაემატება ბევრი წლები“ - განაცხადა მან.


დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაციონალისტურ, სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას შეადარა.


„გუშინ დაფუძნდა ჩვენი პარტია „ხალხის ძალა“, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საზოგადოებაში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავიღეთ და ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“ იმ პოლიტიკაში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს - მშვიდობაზე ორიენტირებული და ეკონომიკის განვითარება, თუმცა არის საკითხები, რომელსაც ვემიჯნებით და ვამბობთ, რომ ახლა არის დრო, როგორც ჩემი კოლეგა სოზარ სუბარმა თავის გამოსვლაში განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების.


დღეს აქ არიან წარმოდგენილნი და თითქოს რაღაც სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ - ფასებზე და მიგრაციაზე დაიწყეს საუბარი. ეს არის ძალა, რომელიც პირდაპირ შემიძლია შევადარო ნაციონალისტურ, სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას და როგორც ის ვერ გაკეთილშობილდებოდა და შემდეგ ვერ გააგრძელებდა პარტიულ მოღვაწეობას ასევე უნდა მოვექცეთ ამ მავნებელ ძალასაც. მათ მორალზე საუბარი არც შეიძლება. ხაჯიშვილი სად ბრძანდება? დაიწყო აქ ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბარი. გირგვლიანი, რობაქიძე გაუგია როდისმე? ასობით ახალგაზრდა ჩაცხრილეს ქუჩებში. 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი. მათგან უმრავლესობა იყვნენ ახალგაზრდები. როცა სასამართლო ჩატარდება, ყველა ფაქტი ზემოთ ამოვა და გასამართლდება ეს ძალა, მაშინ მაინტერესებს ის ოპოზიციური ძალები ახლა, რომ გაჩუმებულები არიან და ხმას არ იღებენ მათი მორალი რა იქნება. ვნახავ, როგორ იქნებიან კოლეგები ამ მავნებელი პარტიის.


როგორ შეიძლება მათი [ნაციონალური მოძრაობა]არსებობა პოლიტიკურ სივრცეში? ესენი არიან დამკვეთები და შემსრულებლები. არ შეიძლება მათი ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ პარტიის გასამართლება. ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს ჩვენი ქვეყანა ჯანსაღ განვითარებას, სადაც იქნებიან განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ იქნება ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ერთიანობა.


შეხედეთ მათ გამოსვლებს, ამერიკას, ევროკავშირს იცავენ ჩვენგან. რომან გოცირიძე, ხანდაზმული კაცია და არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მისი გასაჭირიც ეყოფა. მაგრამ მაინტერესებს ახლა აღარ იღებს პასუხისმგებლობას, რადგან დატოვა ნაციონალური მოძრაობა? მათ სხვა კოლეგასაც ეხება ეს. დატოვეს იმიტომ, რომ ხაბეიშვილი არ მოეწონათ ინტელექტუალურად და ვიზუალურად? ვერ აირიდებთ ჩემო კარგებო პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე რაც ჩაიდინეთ. აქ კირკიტაძე, რომ აჩვენა სააკაშვილის 2018 წლის გამოსვლა, მანამდე სოზარ სუბარმა წაიკითხა სააკაშვილის გამოსვლა, სადაც პირდაპირ აღიარებს, რომ ომი თვითონ დაიწყო. ამაზე პასუხი რა გაქვთ. სააკაშვილს ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს - იქ რომ ზის კიდევ დაემატება ბევრი წლები.


კიდე ბედავს ეს საზოგადოება და ცდილობს, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეს. არ გამოვა ეს ჩემო ძვირფასებო და შეეგუეთ ამას. თქვენი გასამართლება აუცილებლად მოხდება და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე.


ეს ვითომ დავარცხნილი გამოსვლები, დამიწყეთ აქ, რა ფასები? გირგვლიანს, რობაქიძეს გახსენებთ მე, თქვენ რა პასუხი გაქვთ?. არც გექნებათ პასუხი.


მოგიწევთ გასამართლება. დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი მოგიწევთ თქვენი მორალური თამასის შემოწმება. ვინ ეთანხმება მათ გასამართლებას.


ლგბტ თემზე გესაუბრებით და ზეთის ფასებზე იწყებთ საუბარს. თითქოს არ არის ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებაში. არის ბატონებო და ამ საქმესაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930