20-03-2024
იმის თვალსაჩინო მაგალითი თუ ვინ არიან საქართველოს ანტიდასავლური ელემენტები - სუბიექტები, რომელთათვის ქვეყნის მომავალი კი არაა მთავარი, არამედ როგორმე დესტრუქციის გზით, სახელისუფლებო სადავეების დაბრუნება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლების, ვაშაძის, წითლიძის, კორძაიას და ბოტკოველის მიერ ევრონესტში "ქართული ოცნების" რეზოლუციის ინიციირებისთვის მხარის არ დაჭერას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
ანალიტიკოსის თქმით, განსხვავებას ვერ ხედავს ხსენებულ ნაცაქტორებსა და იმ მოღალატე "შადიმანებს" შორის, რომლებმაც კრემლის სასარგებლოდ ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციას დაუჭირეს მხარე და მათ საქართველოს დაუძინებელი მტრებს უწოდებს.
„იმის თვალსაჩინო მაგალითი თუ ვინ არიან საქართველოს ანტიდასავლური ელემენტები - სუბიექტები, რომელთათვის ქვეყნის მომავალი კი არაა მთავარი, არამედ როგორმე დესტრუქციის გზით, სახელისუფლებო სადავეების დაბრუნება.
დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას ეხებოდა, ევრონესტზე აღარ განიხილება. ამ ინიციატივას უსამშობლო "ნაცების" გარდა, მათმა სამარცხვინო მოკავშირეებმაც დაუჭირეს მხარი უკრაინის დელეგაციიდან.
ვერანაირ განსხვავებას ვხედავ ხსენებულ ნაცაქტორებსა და იმ მოღალატე "შადიმანებს" შორის, რომლებმაც კრემლის სასარგებლოდ ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციას დაუჭირეს მხარე. ამ ბოროტ ძალაზე ვერდიქტი საერთოა - საქართველოს დაუძინებელი მტრები! - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.