გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს

20-03-2024

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.


დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.


„საინტერესო ის არის, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ჩვენ ბევრჯერ ვამხილეთ ოპოზიცია კონკრეტული ფაქტებით, თუ როგორ იბრძოდნენ საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთი ფაქტი ვიხილეთ და ალბათ მომავალშიც ბევრს ვიხილავთ, რადგან ოპოზიცია თავის რეალურ სახეს კიდევ უფრო აშკარად გამოაჩენს. იმდენად არიან დაბრმავებულნი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რომ საკუთარ ზრახვებს ვეღარ მალავენ.


როგორც საქართველოს ევროპული გზა, ასევე, ქართული ოპოზიციის დეგრადირება და პოლიტიკიდან ჩამოშორება, შეუქცევადი პროცესია. ერთიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და მეორესაც ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს ოქტომბრის არჩევნებში“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930