გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე: შემირცხვენია NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ "აპრავებ", იქ ხარ დასრულებული ზნეობაში

22-03-2024

შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ 'აპრავებ', იქ ხარ დასრულებული ზნეობაში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა - დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.


აბაშიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე არასამთავრობოების გზით ცდილობს თვითდამკვიდრებას.


„ეს ნაცარსება, სახელად ნოდარ ხარშილაძე, ვითომ ცდილობს ვითომ არასამთავროების გზით თვითდამკვიდრებას. შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ "აპრავებ", იქ ხარ დასრულებული ზნეობაში“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930