გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა

25-03-2024

“ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”-ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა.


სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში,  ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეებს აშშ-დან მიმართა საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ და გამოცდილება გაუზიარა.


სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა.  ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.


ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.


„დღევანდელი ტრენინგი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ინკლუზიური ტურიზმის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის, იმ ფონზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ევროკავშირთან საკმაოდ წინ წავიწიეთ და დაახლოებული ვართ“,-აცხადებსინკლუზიური ტურიზმის ცენტრის ექსპერტი ნანუკა ჩართოლანი.


„ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს, რომ ზოგადად წარმოდგენა გვქონდეს სპეციფიკის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავუმასპინძლდეთ შშმ პირებს. ტრენინგზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც დაგვეხმარება შეთავაზებებისა და პროდუქტების ფორმირებაში“,-აცხადებს ტურ-მენეჯერი ქეთი შუბითიძე.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

  1. მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები
  2. მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები
  3. ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში
  4. ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება
  5. მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება
  6. ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის

მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაერთ მოკლევადიან სასწავლო კურსს ატარებს.  ტრენინგების მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930