გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

25-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფომრაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.


აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა.

ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.


გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031