25-03-2024
„კანონი, რომლის მიღებისაგანაც უკან დავიხიეთ 1 წლის წინ, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული კანონი, ყველა დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი“, - ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
სუბარის თქმით, როდესაც, ტარდება ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით, მაგალითად, სადაც ასწავლიან როგორ აიღონ შტურმით პარლამენტის შენობა და როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ასეთ დონორს და მისგან დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციას რაღაც აქვთ დასამალი.
„კანონი, რომლის მიღებისაგანაც უკან დავიხიეთ 1 წლის წინ, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული კანონი, ყველა დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი. მაშინ ჩვენ უკან დავიხიეთ იმიტომ, რომ საფრთხე იყო „ენჯეოების“ და პოლიტიკოსების ნაწილის სახით. საქართველოში წარმოდგენილმა აგენტურამ, ამით იზეიმა გამარჯვება - პიროსის გამარჯვება. „ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო“, რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა, გასაგებია. როდესაც, ტარდება ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით, მაგალითად, სადაც ასწავლიან როგორ აიღონ შტურმით პარლამენტის შენობა და როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქურდს რაღაც აქვს დასამალი“, - განაცხადა სუბარმა.