გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

25-03-2024

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში.


დეპუტატმა მონაწილეებს წარუდგინა ანგარიშის “ბავშვები შრომის სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა" პირველადი ვერსია. ანგარიში ეძღვნება ევროპაში ბავშვთა შრომის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელთათვის, რათა მოხდეს შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება ვითარების გამოსასწორებლად.


ეკა სეფაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა პრობლემის გადაჭრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა ფინანსური დახმარების, საერთაშორისო შრომითი რეგულაციების, შრომის ინსპექტირების გაძლიერების და სტრუქტურული ცვლილებების საკითხებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031