გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძეზე და ზაზა ბიბილაშვილზე: ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო

25-03-2024

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ლაშა ბუღაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და “ქართული ოცნების” მიმართულებით გაკეთებულ განცხადებებს.


ფოჩხუას თქმით, ზუსტად სიმბოლურია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა.


„იქნებ პირიქით არის? ყველაფერი გაუკუღმართებული როგორ უნდა დაიბადოს ამათ დაბინძურებულ თავებში. ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო. ნოეს კიდობნის დახმარებით ვინც გადარჩა, მათგან დედამიწა ახლიდან დასახლდა. ასე გადარჩა კულტურა- გზა უფლისკენ. და თქვა ღმერთმა "აღარ მოისპობა აღარანაირი არსება წარღვნებით, ნიაღვრებით და თავისი აღთქმის დასტურად ცაზე ცისარტყელა გადაჭიმა. ზუსტად სიმბოლურია მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930