გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო 46-ე ადგილზე მოხვდა, „ნაცების“ ლიბერალ-ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით პოზიცია 101 ადგილით გავაუმჯობესეთ - აი, ეს უნდა უტრიალო 24/7 რეჟიმში!

26-03-2024

„წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსით საქართველო 46-ე ადგილზე მოხვდა, აქედან პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია (ოღონდ არა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად), დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესების მიუხედავად, საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფსიქოლოგიურად მაინც იტანჯება, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ფიზიკური წამების მსხვერპლნი იყვნენ.


„ფასების სხვაობას გვიტრიალებენ და მიგრანტების რაოდენობას? აი, ეს უნდა უტრიალო 24/7-ის რეჟიმში! წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსით საქართველო 46-ე ადგილზე მოხვდა, აქედან პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია (ოღონდ არა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად), დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.


ნაცების ლიბერალ-ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით პოზიცია 101 (!) ადგილით გავაუმჯობესეთ!!! დაუფიქრდით ამას! და მაინც ვიტანჯებით მათგან ამ ფსიქოლოგიური წამებით, თითქმის ყოველდღიურად. მით უმეტეს, როგორი ასატანია ეს ტანჯვა მათი რეჟიმის ფიზიკური წამების მსხვერპლთათვის ყოველ დღე, სრული დაუსჯელობის გამო, მათი კმაყოფილი სიფათების ყურება და ამ წამებაში მათთვის საზღვარგარეთიდან გადახდილ მილიონებთან შეგუება.


ამიტომ მათი აყვანა პოლიტიკურ გილიოტინაზე საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ღირსების საქმეა და „ხალხის ძალის“ მიერ საზოგადოების წინაშე გარდაუვალი დაპირება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ დიდ შვიდეულშიც და პოსტსაბჭოურ სივრცეშიც უპირობო ლიდერობას. მანამდე კი, ერთხელაც გავიხსენოთ - რა ჯოჯოხეთში ვიყავით ჯერ კიდევ 12 წლის წინ. ჯოჯოხეთში, რომელსაც ვერც Freedom from torture-ის ინდექსით ვეღარ მალავენ“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930