24-09-2018
„საქართველო, რომელიც თვლიდა, რომ რუს მშვიდობისმყოფლებს ცხინვალიდან გააძევებდა და კვლავ მიიერთებდა თავის სეპარატისტულ პროვინციას - სამხრეთ ოსეთს, 2008 წლის აგვისტოში შეტევაზე გადავიდა, რუსეთის არმია დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა და ქართველებს სამხრეთ ოსეთიდან 48 საათის განმავლობაში უკან დაახევინა“-ნათქვამია ამერიკული გამოცემის, «The American Conservative»-ს მიერ პატრიუკ ბიუკენენის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
„რესპუბლიკური პარტიის ეგრეთ წოდებული „მაკკეინის ფრთის“ წარმომადგენლები მიისწრაფვოდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გამხდარიყვნენ. მათი აზრით, ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ალიანსში მიღება რუსეთს შეაკავებდა და ეს იქნებოდა ამერიკის პოლიტიკის მუდმივი მიმართულება. მაგრამ აცნობიერებს თუ არა ამერიკელი ხალხი ასეთი პოლიტიკის ფასს და მასთან დაკავშირებულ რისკებს? როგორია რუსეთის დღევანდელი პერსპექტივა, რომელიც [1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იან წლებში] ამერიკის მოთხოვნების წინაშე მუდამ ქედს იხრიდა? რუსეთი დღეს სუსტია, მაგრამ განა ჩვენც არ განვიცდით საოცარ საბიუჯეტო დეფიციტს? რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდიდან აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვნად შემცირდა: ჩვენი დეფიციტი უკვე თითქმის ტრილიონ დოლარს უტოლდება, შიდა ვალი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს უახლოვდება. [შინაურებისა და გარეშეებისადმი] დახმარება ჩვენს ეროვნულ ხაზინას აცარიელებს“-წერს ავტორი.
p.s. მასალის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge