გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია "ფორმულას" დღევანდელი ეთერი - თავს დაესხნენ ეკლესიას და გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც

1-04-2024

"ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია "ფორმულას" დღევანდელი ეთერი! მოწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე სქესის შეცვლის პროპაგანდა!" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გრანტების მიღების შედეგად, დაიწყო პროპაგანდის გავრცელებაც - "ფორმულას" ეთერში LGBTQ თემებზე საუბრისას, თავს დაესხნენ ეკლესიას და გააკრიტიკეს მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც.

"წამოვიდა გრანტები და ამოიქოქა პროპაგანდა!
ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია "ფორმულას" დღევანდელი ეთერი!
მოწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე სქესის შეცვლის პროპაგანდა!
თავს დაესხნენ ეკლესიას და ცხადია გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც...
ვერანაირი უცხოური ფულით ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს! წილი ნაყარია - ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ძლიერი და ჯანსაღი ოჯახი, ტრადიციული ღირებულებები, ხოლო მეორე მხარეს - უკუღმართობა, გარყვნილება, სიკვდილის იდეოლოგია, რომელსაც იცავს უცხოური ფულით დაფინანსებული მცირერიცხოვანი აგენტურული ქსელი!" - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031