3-04-2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia - ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD - ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს.
ღონისძიების მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა, ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება.
ღონისძიება პროექტის IT HUB Georgia - ს ფარგლებში StrategEast-ის მიერ განხორციელდა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)უზრუნველყო.
IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებმა, ომის დროს იძულებით გადაადგილებულმა, უკრაინელმა ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი IT სფეროში. ტრენინგები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. პროექტს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო და ფინანსური ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე IT HUB Georgia- ს კურსდამთავრებულები.