4-04-2024
„აშშ-ს სენატორები რიში და შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურებიან. სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურად" ეხმაურებოდნენ, ჟორიკა რურუას პოლიტპატიმრად, გვარსმიას პრესის ოსკაროსნად, გიულის და კეზერას დოლარად! ქრთამი მამაძაღლია!“ – წერს გოგა ხაინდარავ X-ზე.
ასე ეხმაურება გოგა ხაინდრავა ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ ჰაშინის მიერ გაკეთებულ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონის“ შესახებ.
„წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნულია ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაში.