გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე - პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი

4-04-2024

,,საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა" - რუბენ რამირეს ლესკანო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუბენ რამირეს ლესკანომ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.


„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით.

ასევე განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც". - აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.


მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ასევე უსაფრთხოების გამოწვევები და ორი ქვეყნის საერთო შეხედულებები ამასთან დაკავშირებით - ,,ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე, ასევე განვიხილეთ ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობები"- აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.


პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.


„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას." აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031