გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე: ძალიან მაინტერესებს, ან სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ, იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს

5-04-2024

„ბოლო პერიოდში ევროპაში ბევრი საქმე აღიძრა კორუფციის მუხლით და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოველივე კავშირშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივასთან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგნი იმიტომ არიან, რომ გაურკვეველი დარჩეს საიდან, რა თანხები ირიცხება და ილექება მათ ანგარიშზე.


„ჩვენზე ფიქრობენ, რომ პატარა და სუსტი სახელმწიფო ვართ და გვექცევიან და გველაპარაკებიან უფროსო ძმის პოზიციიდან - რასაც მე ვიტყვი ის არის სწორი და იმის იქით გადახვევა არ შეიძლებაო.


ძალიან მაინტერესებს სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს და რა დღეები გამოატარა ციხეში პატიმრებს. ძალიანაც კარგად იცის ყველამ ყველაფერი, მაგრამ მათ ასე აწყობთ.


ბოლო პერიოდში, ევროპაში ბევრი საქმე აღიძრა კორუფციის მუხლით. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოველივე უკავშირდება ჩვენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას. სწორედ ამიტომ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვები ამ კანონპროექტის წინააღმდეგნი, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დამალული თანხები მათთან კავშირშია. ეს დამალული თანხები სჭირდებათ იმისთვის, რომ გაუrკვეველი იყოს, საიდან მოდის და ილექება გადმორიცხული თანხები.


ჩემთვის გაუგებარია, რატომ თვლიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას არადემოკრატიულად. ვერ ვხვდები და იქნება ვინმემ ამიხსნას, მითხრას კონკრეტულად რომელი პუნქტი არის არადემოკრატიული, რუსული, ან არ სჭირდება ქვეყანას და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არავინ აკეთებს,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930