გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: რეალურად გამოდის, რომ უცხოურმა ძალამ აქ შეგვიქმნა პარალელური ხელისუფლება NGO-ების სახით - გვეუბნებიან რა კანონი მივიღოთ, მიგვითითებენ რომელი მოსამართლე დავნიშნოთ, ცესკოს თავმჯდომარედ ვინ ავირჩიოთ და ა.შ

6-04-2024

უცხოური ძალების მხრიდან საქართველოში პარალელური ხელისუფლების შექმნის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო სექტორის საქმიანობას. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მაჭარაშვილმა განაცხადა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართული არასამთავრობოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელი ორგანიზაციის - ევროპის განვითარების ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემონსტრაციულად უარის თქმა მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.


„მარტივი, კლასიკური მაგალითია, ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ არაერთგზის ჰქონდა შეხვედრა ქართული არასამთავრობოების ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის NED-ის (ევროპის განვითარების ფონდი) წარმომადგენლებთან და მათთან საუბრების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ვერ გაუმხელდა რას აფინანსებდა საქართველოში.


რეალურად გამოდის, რომ უცხოურმა ძალამ აქ შეგვიქმნა პარალელური ხელისუფლება NGO-ების სახით. შემთხვევით არ ვამბობ „ხელისუფლებას" - NGO-ების მეშვეობით უცხოური საელჩოები გეუბნებიან რა კანონი მივიღოთ, ისინი მიგითითებენ რომელი მოსამართლე დავნიშნოთ და რომელი - არა, ამ NGO-ების მეშვეობით გეუბნებიან ცესკოს თავმჯდომარედ ვინ ავირჩიოთ და რამდენი უნდა გვქონდეს კვორუმი მისი არჩევისას. რეალურად, უცხოელი ხომ ვერ გაიყვანს პარლამენტის 150 წევრს, ამიტომაც დაგვისვამს NGO-ს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930