12-04-2024
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„პან ჰარჩინსკი! ჩემი პოლონელი ბებია, თავად პატოცკების შთამომავალი, ღირსებას! აღზრდის ქვაკუთხედად რაცხდა! ზრდასრულ ასაკში ამ შეგონებამ ჩემი პატივისცემა პოლონელი ერისადმი გააათმაგა! როდესაც თქვენ, მეგობარ ქვეყანაში, უღვთოდ ცრუობთ, წინაპრების არ გრცხვენიათ?!“, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული“.