გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: განა არ შეგვეძლო, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია - ამას ხომ არ ვკადრულობთ?!

12-04-2024

„განა არ შეგვეძლო, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია. ხომ შეგვეძლო ამის გაკეთება?! ამას ხომ არ ვკადრულობთ?!“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი შეფასებით, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხოტბას ასხამენ ფეხბურთელებს, სურთ, რომ სპორტსმენებს „რამე წამოაცდენინონ.“


„ხომ დავინახეთ რა მოხდა 26 მარტს?! - დავინახეთ რა ძალა აქვს ამ სპორტს და სპორტს საერთოდ. ჩვენ მიდგომა არასდროს შეგვიცვლია. განა არ შეგვეძლო ჩვენ, ან ლევანს [ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს] არ შეუძლია, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია. ხომ შეგვეძლო ამის გაკეთება?! არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რესურსი, და ავტორიტეტი?! ამას ხომ არ ვკადრულობთ?! - არ ვკადრულობთ, რადგან ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით იმის ფასი, რა უნდა გააკეთოს პროფესიონალმა. გაიხსენეთ ეს ადამიანები, ვინც დღეს ხოტბას ასხამენ [ფეხბურთელებს], ერთი სული აქვთ რამე წამოაცდენინონ ამ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. გაიხსენეთ თორნიკე შენგელია რა დღეში ჩააგდეს? იგივე ხვიჩა კვარაცხელია...“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930